"დედა გეტირებათ" - მოქალაქეები ე.წ. "ტიტუშკებს", რომლებიც თსუ-სთან კობახიძეს იცავდნენ (ვიდეო)
რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერის ლექციის პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან არსებულ კაფეს "ოცნების" ე.წ. "ტიტუშკები" ამაგრებდნენ.
ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა სანქცირების პირას მყოფი ივანიშვილის გუნდის პრემიერის "დაცვებს" "მონა" უწოდეს.
"თქვენი უფროსები დასანქცირდებიან და თქვენ დედა გეტირებათ" - მიმართავს მოქალაქე კობახიძის დაცვის სადარაჯოზე მყოფებს.
როგორ შეიძლება, რომ მონა იყო. ყველა დასანქცირდება, თქვენი უფროსები დასანქცირდებიან და თქვენ დედა გეტირებათ. სირცხვილი არ არის? შეურაცხყოფა არ არის? უზრდელი კი არა, მანიაკი ხარ. შენ მოდიხარ აქ ვიღაცის საცემად", - ამბობს მოქალაქე.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლექციის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროტესტის და შეძახილების ფონზე დატოვა. ახალგაზრდები სკანდირებდნენ "მონა," "მოღალატე".
რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერი უნივერსიტეტიდან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით გააცილეს. პრემიერი არ გამოჩნდა, თუმცა მის სამთავრობო ესკორტს სირცხვილის კორიდორში გავლა მოუწია.