თბილისი-ბათუმის მატარებელი კონდიციონერის გაფუჭების გამო რამდენჯერმე გაჩერდა
თბილისი-ბათუმის მატარებელი კონდიციონერის გაფუჭების გამო რამდენჯერმე გაჩერდა.
შემთხვევა დღეს მოხდა. მგზავრები ამბობენ, რომ მათმა ნაწილმა მგზავრობის გაგრძელება გაფუჭებული კონდიციონერის გამო ვეღარ შეძლო. მათ სხვა ტრანსპორტით მოუწიათ გზის გაგრძელება.
თბილისი-ბათუმის მატარებელში არ მუშაობს კონდიციონერი და ხალხი ვეღარ სუნთქავს. საუნაში არიან პრაქტიკულად. ყოველ ნახევარ საათში აჩერებენ მატარებელს და არესტარტებენ კონდიციონერს, რომელიც მუშაობს ცოტა ხანი და მერე ისევ ითიშება. ახლა ბოლოჯერ გააჩერეს ზესტაფონში და ასეთი კიბე მოგვიდგეს – ჩადით მოწიეთო. ქუთაისამდე ჩავიდეთ და თუ გაკეთდა კონდიციონერი გავაგრძელოთ, თუ არადა სხვა მატარებელში გადაგსვამთო,“ – წერს ფეისბუქზე ერთ-ერთი მგზავრი ზაზა დობორჯგინიძე.