5 ივლისს დაშავებული პირველი არხის ოპერატორი ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს

21.07.21 10:02
5 ივლისს დაშავებული პირველი არხის ოპერატორი ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს მოძალადე რაზმის წევრები სასტიკად გაუსწორდნენ ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპერატორი სახლში გადიოდა მკურნალობას თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა. 

 ილია თვალიაშვილს თვალის ქიმიური დამწვრობა და თავის ძლიერი ტკივილები აღენიშნება.

მას  "კავკასიის მედიცინის ცენტრში" გეგმიური გამოკვლევები უტარდება. მედიკოსების ამბობენ რომ ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია.