ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატები საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ

21.07.21 11:46
ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატები საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ

"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ოჯახის ადვოკატები საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ. შესაბამისი განცხადებით საგამოძიებო უწყებას ადვოკატებმა უკვე მიმართეს.

დაცვის მხარეს იმ საქმის მასალების გაცნობა სურს, რომლიც გომელაურის უწყებამ 24 საათში გამოძიებულად გამოაცხადა.

უფლებადამცველები საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ.

ოპერატორის ოჯახის უფლებებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. 

გარდაცვალების პირველივე დღიდან კონკრეტული მიმართულებით ერთი ვერსიის დაფიქსირება - ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, ზედოზირების ვერსიის დაფიქსირება, თავშივე არასწორი იყო. ეს მიმართული იყო გარდაცვლილის დისკრედიტაციისკან და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ. ასევე კითხვები უნდა დაისვას, რატომ მოხდა ამ ფორმით ცხედრის ექსპერტიზაზე გადატანა"- აცხადებს იურისტი.