შსს-მ ქუთაისის აეროპორტსა და ბათუმში თურქეთის 5 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქუთაისის აეროპორტსა და ბათუმში თურქეთის 5 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულ მოქალაქეებს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობა და ყალბი დოკუმენტების გამოყენება.
გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის ოთხმა მოქალაქემ - ჰ.ბ.-მ, ბ.ი.-მ, ჩ.ჩ.-მ და ი.შ.-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას, მესაზღვრე-კონტროლიორს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქის დროებითი ბინადრობის ყალბი მოწმობა წარუდგინა. ბრალდებულები ქუთაისი-მილანის რეისით, მილანის მიმართულებით გაფრენას აპირებდნენ. დადგენილია, რომ აღნიშნული პირების საზღვარზე უკანონოდ გადასვლის ორგანიზებას ასევე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ი.შ. ახორციელებდა.პოლიციამ ბრალდებულების მიერ საპასპორტო კონტროლის დროს წარდგენილი ყალბი დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია უწყების განცხადებაში.
თურქეთის კიდევ ერთ მოქალაქეს კი ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ყალბი საბუთების გამოყენებით ორი, ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისთვის წარუდგინეს.