ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის - თამარ გაბუნია

21.07.21 12:41
ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდვითარების გაუარესების მიუხედავად შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის. 

ჯერჯერობით შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ მოსახლეობის მხრიდან. სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოქდაუნის შესაძლებლობას ჩვენ ძნელად მოგვცემს და ამისი აუცილებლობა დღეს არც არის იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა", - ამბობს გაბუნია.