ეპიდსიტუაცია უარესდება, ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში - ამირან გამყრელიძე

21.07.21 13:03
ეპიდსიტუაცია უარესდება, ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება უარესდება. გამყრელიძის თქმით, არ არის გამორიცხული დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების მოთხოვნით მიმართოს. 

საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება, ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში, ეხლა დღეს და გუშინდელი მონაცემები იმეორებს იმას რაც მაისის პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაყწისში იყო, ამას გააჩერებს ორი რამ - დაცვა წესების, რომ არ გვინდა ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდი ტავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და ავიცრათ ყველა. თუ ესე გაგრძელდა გაუარესება, რა თქმა უნდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი შევა საბჭოში რეკომენდაციით კიდევ უფრო გამკაცრებაზე", - ამბობს ამირან გამყრელიძე.