ლაშქარავას შესახებ შსს-ს ვიდეოკადრები შესაძლოა, ერთი დღის ჩანაწერები არ იყოს- დამოუკიდებელი ექსპერტი

21.07.21 13:42
 ლაშქარავას შესახებ შსს-ს  ვიდეოკადრები შესაძლოა, ერთი დღის ჩანაწერები არ იყოს- დამოუკიდებელი ექსპერტი

ლექსო ლაშქარავას საქმე და კითხვები გომელაურის უწყებას - დაცვის მხარე და სპეციალისტები  იმ კადრების ექპერტიზას ითხოვენ, რომლიც შინაგან საქმეთა სამინიტრომ ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნა.

დამოუკიდებელი სამედიცინიო ექსპერტები სამხარაულის ბიუროს, მის საქმიანობას და დაკვნას უნდობლობას უცხადებენ. ,,ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, ტვ პირველთან საუბარში ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დასკვნას ისე დადებს, რომ ლაშქარავას სიკვდილის გამომწვევ მიზ-შედეგობრივ კავშირზე კვლევებს არ ჩაატარებს. მისი თქმით, სიკვდილის რეალური მიზეზის დასადგენად აუცილებელია, კომპლექსური კვლევა ჩატარდეს, მათ შორის, საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული სამხარაულის ბიუროს ინტერესებში არ შედის. ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია, ექსპერტიზა ჩაუტარდეს იმ ვიდეომასალას, რაც შსს-მ გამოაქვეყნა.

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამომწვევი მიზეზზე საერთაშორისო ექსპერტების მსჯელობაც უნდა იყოს. მაგრამ არ გვაქვს იმის იმედი, რომ სამხარაულის ბიურო ამას გააკეთებს. 

სამხარაულის ექსპერტიზა მოძველებული სტანდარტებით ხელმძღვანელობს, ამგვარი კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზით, რასაც ითვალისწინებს სტამბულის, ან მინესოტას პროტოკოლი, იგი არ ფლობს რესურსს, რომ ამგვარი დასკვნა დაწეროს. თვითონ გამოკვლევის მეთოდები საკმაოდ მოძველებულია. შესაბამისად, დიდი მოლოდინი არ მაქვს, 

ჩანაწერები შესაძლოა, არ იყოს ერთი დღის ჩანაწერები. მასზე თარიღი და დრო არ არის დატანილი. ვფიქრობ, რომ ამ ჩანაწერებზეც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში არაერთი ბუნდოვანი გარემოება გამოიკვეთა. ამიტომაც აუცილებელია ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, რომელმაც ბევრ კითხვას პასუხი უნდა გასცეს. როდის დაიდება და გასაჯაროვდება საბოლოო დასკვნა, ამ ეტაპზე უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან მალევე გაასაჯაროვა კადრები და შეეცადა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ 5 ივლისს პრემიერ-მინიტრის მიერ წახალისებულმა ძალადობრივი დაჯგუგფების წევრების მიერ ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი ე.წ. ,,პერედოზს" შეეწირა და მის გარდაცვალებას ცემასთან კავშირი არ ჰქონია.