სიტუაცია საქართველოშიც შემაშფოთებელია - ჯანმო-ს წარმომადგენელი

21.07.21 13:16
სიტუაცია საქართველოშიც შემაშფოთებელია - ჯანმო-ს წარმომადგენელი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიცალური  წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს, რომ  ქვეყანა მაღალი ინფიცირების და ძალიან დაბალი ვაქცინაციის ტემპით გამოირჩვევა. ის მოუწოდებს მთავრობას, დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესის ტემპი.

სიტუაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში შემაშფოთებელია. ის გასული წლის სცენარის გამეორებაა, როცა შემთხვევათა შემცირების შემდეგ ხალხი მოდუნდა,  გაიხსნა ტურიზმი, რასაც მოჰყვა მეორე ტალღა, გასული წელი უნდა იყოს გაკვეთილი და შეცდომების გამეორება თავიდან უნდა ავიცილოთ. ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი აქვს, მთავრობებმა შეასუსტეს სოციალური შეზღუდვები და დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი", - ამბობს ჯანმრთელობის მსოფილიო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

ცნობისთვის, ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესებულია. დღეს კორონავირუსის ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი.  21 ივლისის მონაცემებით, დადებითობის  დღიური მაჩვენებელი 6,42%-ია.