რატომ არ დადგა შედეგი ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეებზე? - ბატიაშვილის პასუხი
"პირველებმა" სუსის უფროსის მოადგილეს კითხვა იმ გამოძიებების შესახებ დაუსვა, რომელიც წლების განმავლობაში 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო გადატრიალებას გულისხმობს, თუმცა არცერთი მათგანი დასრულებული არ არის. ალექსი ბატიაშვილი ირწმუნება, რომ აღნიშნული მუხლით რამდენიმე საქმეა დაწყებული, თუმცა სირთულიდან გამომდინარე, კონკრეტული ვადის დასახელება, თუ როდის დასრულდება გამოძიება, ძნელია.
ძალიან ძნელია გასაზღვრო კონკრეტული ვადები. კომპლექსურია გამოძიება თავისი ბუნებით, ჩასატარებელია მრავალი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, შესაბამისად, ეს შეიძლება სცდებოდეს საქართველოს ფარგლებს, ასევე იყო სხვა ობიექტური შემაფერხებელი გარემოებები, აქედან გამომდინარე, კონკრეტულ საქმეზე რამდენი ხანი გაგრძელდება გამოძიება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, - ამბობს ბატიაშვილი.
პარლამენტში მისული სუსის უფროსის მოადგილე დღეს ისევ ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად რევოლუცია და ამბოხება იგეგმებოდა. ამის შესახებ ალექსი ბატიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ისაუბრა.