ჩვენ უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ - გურამ ფალავანიშვილი 5 ივლისის ძალადობაზე

21.07.21 15:25
ჩვენ უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ - გურამ ფალავანიშვილი 5 ივლისის ძალადობაზე

,,ჩვენ უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ" - ამის შესახებ ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა, ტვ პირველს განუცხადა. მისი თქმით, თუ სახელმწიფოს დასჭირდა, რადიკალები არ გაჩერდებიან და კვლავ გამოვლენ.

ადამიანის ფიზიკური სიკვდილი არაფერია სულიერ სიკვდილთან. ამიტომ ჩვენ უდიდესი ბოროტება ავლაგმეთ. ჩვენ ამის შემდეგ სულ გამოვალთ, ყველას ვერ გავაკონტროლებთ, არ გავჩერდებით - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ძალადობრივი ქმედების ორგანიზატორები დღესაც იმ აზრზე არიან, რომ თუ სახელმწიფო ინტერესებს კონკრეტული პირები ისევ ბრძოლას გამოუცხადებენ, მაშინ ისინი კვლავ გამოვლენ ქუჩაში.

კონსტანტინე მორგოშია ტვ პირველთა საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ თემაზე მორალურ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. რაც შეეხება მასზე სამართლებრივი დევნის დაწყების თემას, მორგოშია აცხადებს, რომ საკმარისი საფუძველი დევნის დასაწყებად არ არსებობს. 

არა მგონია, რომ მე ვინმემ დამსაჯოს, როცა მე კანონდარღვევა არ მაქვს არანაირი. აფრიალებენ ერთი და იგივე კადრს და სურათით დადიან ხან ვისთან, ხან ვისთან, ამის გამო არავის არ იჭერენ და მათ შორის, არც მე. მე არ მომიწოდებია, რომ თქვენს ოპერატორზე ფიზიკური ზემოქმედება ჰქონოდათ, დანარჩენი, იმ ადამიანს რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამის გამო ვწუხვარ. მაგრამ მორალურ პასუხისმგებლობას რატომ უნდა ვგრძნობდე? - ამბობს მორგოშია. 

ჟურნალისტების ცემის, დევნის და სასტიკი ანგარშსწორების ორგანიზატორების დაკავებას ,,ქართული ოცნება" ისევ ვერ ბედავს. ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერები კვლავ თავისუფლად გადაადგილდებიან და არც გამოძიებას აქვს მათთან კითხვები, არადა გურამ ფალავანდიშვილის, კონსტანტიე მორგოშიას და ზურა მახარაძის წინააღმდეგ გომელაურის უწყებაში არაერთი მტკიცებულება დევს. მათ შორის არის კადრები, რომლიც ადასტურებს, რომ 5 ივლისს თბილისის  ცენტრში ძალადობის ორგანიზებას სწორედ ეს პირები ახდენდნენ.

ერთადერთი, რაც გომელაურის უწყებამ მასობრივი ძალადობის შემდეგ გააკეთა, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები ფორმალურად გამოკითხვა იყო. თუმცა საგამძიებო უწყებიდან მოძალადეები ისევ ბრალის წარდგენის გარშე გამოუშვა.

 

მსგავსი სიახლეები