სასტიკი შურისძიება მარნეულში - ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

21.07.21 15:30
სასტიკი შურისძიება მარნეულში - ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მარნეულში ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამის, რომელსაც ორი პირი მკვლელობის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 61 წლის მამაკაცი მრავლობითი დაზიანებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მედიკოსების თქმით, პაციენტს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და მუცლის დახურული ტრავმა აღენიშნება.

გაგლეჯილი ჰქონდა ელენთა და ნაწლავი ჰქონდა დაზიანებული. პაციენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა", - აცხადებს "ავერსის" კლინიკაში. 

მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, სიდედრი და ცოლის ძმა კი დაჭრა.

სასტიკი მკვლელობის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებულის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები