საქართველო პირველ-მეორე ადგილზეა გარდაცვლილების რაოდენობით - ექსპერტები გაუარესებულ ეპიდვითარებაზე

21.07.21 17:36
საქართველო პირველ-მეორე ადგილზეა  გარდაცვლილების რაოდენობით -  ექსპერტები გაუარესებულ ეპიდვითარებაზე

საქართველოში კორონავირუსით  სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ გაიზარდა. მსოფლიო რუკაზე საქართველო გარდაცვლილთა რაოდენობით მოწინავე პოზიციებს იკავებს. ექსპერტერი ვახტანგ სურგულაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მალე საავადმყოფოებში ადგილები აღარ იყოს. 

საქართველო პრაქტიკულად არის პირველ-მეორე ადგილზე მსოფლიოში 1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობით. საქართველოში ჩვენ გვყავს 1 მილიონ მოსახლეზე 1395 გარდაცვლილი, აზერბაიჯანში მხოლოდ 995, ინდოეთში 300, თუ გაგრძელდა იგივე რაოდენობა ყოველდღიურად დაინფიცირებულების, ჩვენ ალბათ მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში აღარ გვექნება საავადმყოფოში ადგილები", - ამბობს ვატო სურგულაძე. 

ცნობისთვის, ქვეყანაში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესებულია. დღეს კორონავირუსით ბოლო 24 საათში  გარდაიცვალა 26 პაციენტი. 21 ივლისის მონაცემებით, დადებითობის  დღიური მაჩვენებელი 6,42%-ია.