პატიმრობა, თუ გირაო? - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები მოსამართლის გადაყვეტილებას ელოდებიან

21.07.21 17:09
პატიმრობა, თუ გირაო? - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები მოსამართლის გადაყვეტილებას ელოდებიან

დიდი კორუფციული სკანდალი - საქალაქო სასამართლოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლების სასამართლო მიმდინარეობს. 

უწყების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი სირაძეს და კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელს დიდი რაოდენობით ქრთამის აღების  ბრალდებით სუს-მა ხელბორკილები რამდენიმე დღის წინ დაადო, თუმცა ეს დაკავება შესაძლოა, კიდევ უფრო ხმაურიანი გახდეს, ეს კი იმ შემთხვვაში მოხდება, თუ მძიმე დანაშაულში ბრალდებულები ალაპარაკდებიან. ერთ-ერთი ვერსიით, თანხის დიდი ნაწილი, რომლის აღებასაც ბრალდებულებს სუს-ი ედავება, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობის ჯიბეში მიდიოდა.

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ბრალდება კი პატიმრობას ითხოვს.