დიდი კორუფციული სკანდალი - წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

21.07.21 17:46
დიდი კორუფციული სკანდალი - წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

დიდი კორუფციული სკანდალი - თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

სამივე ბრალდებულს ალექსანდრე ბატიაშვილს, ირაკლი სირაძეს და მიხეილ ჭაბაშვილს საგამოძიებო უწყება ქრთამის აღებას ორ ეპიზოდად ედავება. კერძოდ, გამოძიება დაკავებულებს ერთ ეპიზოდში 70 000 ლარის, ხოლო მეორე ეპიზოდის შემთხვევაში 3 800 ლარის აღებას ედავება.

პროკურორის განცხადებით, დგინდება, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ქრთამის აღებას რამდენიმე ეტაპად ახორციელებდა. 

დაცვის მხარე არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას. ირაკლი სირაძის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმი, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, არ არის დასაბუთებული ვარაუდი. 

უწყების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი სირაძეს და კომპანიის კიდევ ორ თანამშრომელს დიდი რაოდენობით ქრთამის აღების  ბრალდებით სუს-მა ხელბორკილები რამდენიმე დღის წინ დაადო, თუმცა ეს დაკავება შესაძლოა, კიდევ უფრო ხმაურიანი გახდეს, ეს კი იმ შემთხვვაში მოხდება, თუ მძიმე დანაშაულში ბრალდებულები ალაპარაკდებიან. ერთ-ერთი ვერსიით, თანხის დიდი ნაწილი, რომლის აღებასაც ბრალდებულებს სუს-ი ედავება, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობის ჯიბეში მიდიოდა.

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ბრალდება კი პატიმრობას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები