პროკურატურამ ემიგრანტების თანხების მითვისების გამო დაკავებულებს ბრალი წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტების Facebook-გვერდზე უნებართვო შეღწევისა და თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის 6 პირს ბრალი წარუდგინეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის Facebook-გვერდზე უნებართვოდ შეაღწიეს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ, როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე საქართველოში მცხოვრებ მათსავე მეგობრებს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშზე სხვადასხვა ოდენობის თანხა მოტყუებით ჩაარიცხინეს. ბრალდებულები, თაღლითური გზით 14 დაზარალებულის კუთვნილ 10 500 ლარს დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა საქმეზე 5 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა.
დანაშაული 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.