ავტოავარია ქედაში - 2 ავტომობილი ხევში გადავარდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში - ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა და მდინარის ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.