ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მედიაზე თავდასხმების ტენდენციით - CPJ

22.07.21 10:16
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში მედიაზე თავდასხმების ტენდენციით - CPJ

საერთაშორისო ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მედიაზე განხორციელებული თავდასხმების გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ყველა შემთხვევა.

ორგანიზაციის ევროკავშირის წარმომადგენელი, ტომ გიბსონი, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია მოვლენებს ყურადღებით აკვირდება დასკვნების გასაკეთებლად.

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი ღრმადაა შეშფოთებული ამ თავდასხმებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ბოლომდე გამოიძიოს მომხდარი და ამასთან, მიიღოს ზომები იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება დემონსტრაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში თავისუფალი პრესის მხარდაჭერისთვის, მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს და დაგვანახოს, რომ სწრაფად გამოიძიებს იმას, თუ რა მოხდა და დამნაშავეებს პასუხს აგებინებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ზოგადი ტენდენციით, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმები მატულობს“, განაცხადა გიბსონმა.

მსგავსი სიახლეები