ბათუმში 55 წლის კაცი მოკლეს

22.07.21 10:18
ბათუმში 55 წლის კაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა გვიან ღამით ბათუმში - ბულვარში მდებარე კაფე "ვივა ლათინოში" 55 წლის კაცი მოკლეს. 

მიხო ბარამიძეს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. კაცი ობიექტის დაცვის თანამშრომელი იყო. 

მკვლელობის შემდეგ, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. 

"პირველების" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. 

როგორც tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები