სასტიკი მკვლელობა მარნეულში - სოფელი ზემო სარალი დაპირისპირების ზღვარზეა

22.07.21 11:20
სასტიკი მკვლელობა მარნეულში - სოფელი ზემო სარალი დაპირისპირების ზღვარზეა

სოფელი ზემო სარალი ისევ დაპირისპირების ზღვარზეა - უკვე 24 საათზე მეტია, რაც ადგილზე პოლიცია პატრულირებს. მიზეზი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაა.

სოფელი და ახლობლები 26 წლის ქალს, გულსურენ ფილიევს და მის მამას გლოვობენ, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა, ​ელჩინ ალიევმა, მოკლა. 

პოლიციის წარმომადგენლები არიან განთავსებულები როგორც მოკლულების სახლთან, ასევე მკვლელობაში ბრალდებულის საცხოვრებელთან, რადგან მოკლული და ბრალდებული ერთ ქუჩაზე ძალიან ახლოს ცხოვრობდნენ. 

ოჯახი დღეს კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულის ნაცემ მამას, რომელსაც მოკლულის ოჯახი ფიზიკურად გაუსწორდა, 61 წლის კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.  

სასტიკი მკვლელობა მარნეულში 2 დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ცოლი ჩაცხრილა შემდეგ კი მას ავტომობილით გადაუარა. კაცმა ცეცხლი გაუხსნა ყოფილ სიმამრსაც, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

კაცმა ყოფილი სიდედრი და ცოლის ძმაც დაჭრა.