ბაბაევის საქმე სტრასბურგში წავა

15.06.24 11:14
ბაბაევის საქმე სტრასბურგში წავა

იოსებ ბაბაევის საქმე სტრასბურგში წავა. გორელი ბიზნესმენი დარღვეული უფლებების დაცვას ევროპულ სასამართლოში გეგმავს.  რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფომ ის მიზანში ამოიღო და სამოქალაქო პოზიიცის დაფიქსირებას არ პატიობენ. 

"ვაპირებთ სტრასბურგში გასაჩივრებას და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იქნება იმის მაგალითი, თუ რა დონეზეა დაშვებული საქართველოშ სააპელაციო სასამართლო. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ამას დავამტკიცებთ", - აცხადებს ბაბაევი

მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა, გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება გააბათილა და ბაბაევის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ამოღებული, კანონიერად ცნო, ხოლო სახლის და პირადი ჩხრეკა უკანონოდ.

ბაბაევი ამტკიცებს, რომ ის უკანონოდ გაჩხრიკეს, მასზე იძალადეს და იარაღი ჩაუდეს -  ბიზნესმენი ახალ ბრალის წარდგენას და ხელახალ დაკავებას ელოდება.

ცნობისთვის, ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ  შსს-ს მტკიცებულებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო, შესაბამისად პროკურატურას ბაბაევისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ ჰქონდა. დაკავებული აქტივისტი გათავისუფლდა.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა. 

თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი დაკავებისას სასტიკად სცემეს. ბაბაევს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული და ეს შეუიარაღებელი თავალითაც ჩანს. 

მსგავსი სიახლეები