"მთის ამბების" ვებგვერდიც წაშალეს - გელა მთივლიშვილი

15.06.24 14:03
"მთის ამბების" ვებგვერდიც წაშალეს - გელა მთივლიშვილი

"მთის ამბების" ვებგვერდი წაშალეს. მედიასაშუალების პლატფორმაზე შესვლა ვეღარ ხერხდება. ამის შესახებ "მთის ამბების" რედაქტორი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვებგვერდიც მიაყოლეს, წაგვიშალეს. რამდენიმე წუთი არეული იყო და შეფერხებით მუშაობდა, სახელსაც ვეღარ ვწერ აქ", - წერს გელა მთივლიშვილი. 

 მედიასაშუალება ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, რომ მათი "Facebook"-იდან მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ საგამოძიებო ფილმებს შლიან.

"მთის ამბების" ინფორმაციით, წაშლილია შოვის ტრაგედიაზე მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტები.

დილიდან მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წერენ, რომ მათი პოსტები იშლება. მასალები ქრება "რადიო კომერსანტის", "სტუდია მონიტორისა" და გამოცემა "თაიმერის" გვერდებიდანაც.  ათობით პოსტი წაეშალა "სასამართლოს გუშაგსაც".  

ერთი კვირის განმავლობაში იშლება ფეისბუქიდან tvpirveli.ge- ის ნიუსებიც.

მსგავსი სიახლეები