"არა გორის ნაგავსაყრელად ქცევას" - შიდა ქართლში პროტესტმა იფეთქა

15.06.24 15:21
"არა გორის ნაგავსაყრელად ქცევას" - შიდა ქართლში პროტესტმა იფეთქა

"არა გორის ნაგავსაყრელად ქცევას" - შიდა ქართლში პროტესტმა იფეთქა. ხალხი ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს.

კვერნაკის დასახლებაში გამაფრთხილებელი შეკრება უკვე დაწყებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის პროექტი თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს და შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშიც აღმოჩნდეს.

ნაგავსაყრელს დასახლებასთან ახლოს აკეთებენ. ტემპერატურის მატებასთან ერთად კი ცხოვრება კვერნაკში შეუძლებელი ხდება. გაუსაძლისი სუნის გარდა, დასახლებაში მწერების და მღრღნელების რაოდენობა მატულობს.

მსგავსი სიახლეები