ფერეიდნელი ქართველები დეპუტატ ბექა ოდიშარიას უსამართლო მიდგომებში ადანაშაულებენ

15.06.24 17:33
ფერეიდნელი ქართველები დეპუტატ ბექა ოდიშარიას უსამართლო მიდგომებში ადანაშაულებენ

ფერეიდნელი ქართველები დეპუტატ ბექა ოდიშარიას უსამართლო მიდგომებში ადანაშაულებენ - საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მომლოდინეთა სიაში მყოფი ადამიანები რუსული კანონის მიმღებ დეპუტატს არგუმენტებს უწუნებენ.

ათობით ადამიანმა რამდენიმე კვირის წინ პარლამენტს პეტიციით მიმართა, რათა ფერეიდნელ ქართველების საკითხი განიხილონ. ირკვევა, რომ ამ პეტიციაზე ხელისმომწერთა უმეტესობა საქართველოს რიგითი მოქალაქეა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ფერეიდნელებს მხარდაჭერა სჭირდებოდათ.

პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეების ინფორმაციით, დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ეს ხელმოწერები დეპუტატმა ოდიშარიამ სადავო გახადა და პრობლემის სიმწვავე ვერ დაინახა.

ფერეიდნელები აღიარებენ, რომ ხელმომწერთა პირების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა, თუმცა მათი თქმით, ეს მიზანმიმართულად გააკეთეს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტში უშუალოდ ფერეიდნელთა ხელმოწერებს მიიტანდნენ, მათ იდენტობას ვერ დაადგენდნენ.

ფერეიდნელები ბექა ოდიშარიასთან შეხვედრას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია მოქალაქეთა პრობლემები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს თავადვე გააცნონ.

ბატონმა ბექამ გააკეთა განცხადება, რომ იმ 356 ხელმოწერიდან ყველა საქართველოს მოქალაქის იყო. ასე არ ყოფილა. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანების ხუთ პროცენტს აქვს მხოლოდ ხელი მოწერილი, დანარჩენები ქართველები არიან, რომლებმაც ფერეიდნელების მხარდასაჭერად ხელი მოაწერეს", - ამბობს ფერეიდნელი.

მსგავსი სიახლეები