სისხლიანი ანგარიშსწორება კუკიის დასახლებაში - აღიარებს თუ არა ბრალს მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებული?
მკვლელობა კუკიის დასახლებაში - დაკავებული ოლეგ გოგიბერიძე ბრალს არ აღაირებს. მისი უფლებამდაცველი "პირველებთან" ამბობს, რომ ბრალდებულს სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიზოდები არ ახსობს, რადგან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.
ადვოკატი იმასაც ირწმუნება, რომ გოგიბერიძე არ გაქცეულა და რომ მხოლოდ ავტომობილით გადაადგილდებოდა.
რითი იმართლებს ბრალდებული თავს, ეს ცოტა ხანში გახდება ცნობილი. საქალაქო სასამართლოში პროცესი ერთ საათშია ჩანიშნული.
ბრალს არ აღიარებს. მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რაღაც მომენტები არ ახსოვს, აქვს მახსოვრობის პრობლემები. სურდა ლეკვის ყიდვა და ამ მიზნით მივიდა მეზობელთან. არ გაღიზიანებულა, არ გაქცეულა, უბრალოდ მანქანით გადაადგილდებოდა როცა ის შეაჩერეს. ამ ტიპის საქმეებზე, თავად ბრალდების მხარე ნიშნავს ხოლმე ექსპერტიზას და ასეთი ექსპერტიზა აუცილებლად დაინიშნება", - ამბობს ადვოკატი.
"პირველების" ინფორმაციით, 65 წლისს მამაკაცმა მეზობელი სასიკვდილოდდ შინაური ცხოველის გამო გაიმეტა. არსებობს ვერსიაც, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ეჭვმიტანილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
სისხლიანი ანგარიშსწორება კუკიის დასახლებაში 13 ივნისს მოხდა. გულში და არტერიაში მიყენებული ჭრილობებით მანუჩარ წიკლაური სისხლისგან დაიცალა და ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.