როდემდე შეიძლება, აქტუალური იყოს?! - თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე
თავდაცვის მინისტრისთვის მედიაზე განხორციელებული ძალადობა აქტუალური არ არის - ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტის კითხვამ, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებს შეეხებოდა, გააღიზიანა.
რამდენი ხანი შეიძლება, ეს კითხვა დაისვას, როდემდე შეიძლება აქტუალური იყოს?! უნდა ვიცხოვროთ ყოველდღიურ რეალობაში. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. იცით, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულია ათობით პირი"- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მედიამ ბურჭულაძეს შეახსენა, რომ პოლიციას ორგანიზატორები არ დაუკავებია, რაზეც მან ჟურნალიტებს მიუთითა, დაასახელონ, ვინ არიან ორგანიზატორები.
"მითხარით, ვინ არის ორგანიზატორი და რა დანაშაული მიუძღვის?!"- თქვა მინისტრმა.
კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული გვარები, მორგოშია, ფალავანდიშვილი, მახარაძე დაუსახელეს, შეახსენეს პრემიერის განცხადებაც, თუმცა ამის შემდეგ ბურჭულაძემ ტერიტორია დატოვა.