რატომ არ აკავებენ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს - აქცია პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით

22.07.21 13:22
რატომ არ აკავებენ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს - აქცია პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით

მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უწყვეტი პროტესტი პარლამენტთან უცვლელი მოთხოვნებით- რატომ არ აკავებს შსს 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს.

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, ძალადობის წამხალისებელიც და მომწოდებელიც პასუხისგებაში არავის მიუცია, რაც მედიას უმყარებს ეჭვს, რომ რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები წინასწარი შეთანხმებითა და ხელისუფლების დავალებით მოქმედებდნენ.

პარლამენტთან ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები კიდევ ერთხელ  შეიკრიბნენ და რიგგარეშე სესიის პარალელურად ,,ქართული ოცნების" წევრებს შეახსენეს, აიღონ ძალადობაზე პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან 5 ივლისის აქციის დროს დაზარალებული ჟურნალისტების ფოტოები მიიტანეს და შსს-ს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მოძალადეები დასჯილი არ არიან.

53 ადამიანია დაშავებული და ეს არის ამ ხელისუფლების სახე. პროტესტი გაგრძელდება ყოველდღე და მედია გააპროტესტებს მუდამ, რომ ამდენი დღე გავიდა და დაუსჯელები არიან, ვინც მიიღო მონაწილეობა მართლა ამ სისხლიან 5 ივლისში.  ჩვენ ვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის გადადგომას. წავიდეს ღარიბაშვილი გინდა ,,ქართუ ბანკში, გინდა, სადაც უნდა. - ამბობს ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიღლებიან და აქციებს მანამ გამართავენ, სანამ შედეგს არ მიაღწევენ. 

მსგავსი სიახლეები