"გეიარ-გამეიარე" - ტურისტებისთვის შექმნილი აპლიკაციის სახელწოდებას ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა

16.06.24 14:58
"გეიარ-გამეიარე" - ტურისტებისთვის შექმნილი აპლიკაციის სახელწოდებას ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა

"გეიარ-გამეიარე" - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დაკვეთით შეიქმნა. ბიუჯეტიდან კი ამ და კიდევ ერთი აპლიკაციის შექმნისთვის 105 ათასი ლარი გამოიყო.

აპლიკაციის სახელწოდებას კრიტიკა მოჰყვა ტურისტული გიდების ნაწილში, ასევე სამოქალაქო აქტივისტებსა და ხელისუფლების ოპონენტებში.

ოპოზიციის განცხადებით, ამ აპლიკაციის სახელწოდება ნათლად აჩვენებს, თუ რას ფიქრობს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქუთაისზე და ქუთაისელებზე.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს მილიონ ნახევარი ლარით, ჯერ 50 ათასი ლარი გამოჰყო გაურკვეველი სლოგანისთვის „ქუთაისი ქალაქია“, ახლა უფრო შორს წავიდა და ქუთაისის მერის დავალებით 105 ათასი ლარი გამოჰყვეს ბიუჯეტიდან და უცხოელი ტურისტებისთვის შექმნეს აპლიკაცია, რომელსაც დაარქვეს არც მეტი, არც ნაკლები „გეიარ-გამეიარე“. ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა და კარგად მიანიშნებს ივანიშვილის და მისი პარტიის დამოკიდებულებას ამ ქალაქისადმი, - ამბობს ენმ-ს წევრი გიგა შუშანია.

მსგავსი სიახლეები