პიცერიის თანამშრომლები უფროსს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

16.06.24 18:23
პიცერიის თანამშრომლები უფროსს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

პიცერიის თანამშრომლები უფროსს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. "პიცა ჰედის" ობიექტში დასაქმებული ადამიანები ამტკიცებენ, რომ კაფეს მფლობელმა და სოკარის დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა სტუმრების თანდასწრებით  მათ უყვირა და უხერხული ტერმინებით მიმართა. ინციდენტის გამო სამსახური ექვსმა ადამიანმა დატოვა. მოქალაქეები არ გამორიცხავენ, რომ დარღვეული უფლებების გამო სასამართლოშიც იჩივლონ.

მეჩხუბება და თან მეუბნება, რატომ ვესაუბრები ამ სახით და წარმოუდგენია, იმ მომხმარებელს რას ვუზამდი. შესაბამისად, ვუთხარი, რომ შეგიძლიათ გადახედოთ კამერებს, რასაც ყოველ დღე უყურებთ და ნახავთ, როგორ მოვესამხურე მომხმარებელს და ხაზს უსვამს, რომ არის ჩემი უფროსი და ძალიან შეუგნებელი ადამიანი ვარ და არ აქვს ჩემთან საუბარს აზრი, - ამბობს დასაქმებული.

ახალგაზრდები "პირველებთან" ამბობენ, რომ ეს ყანჩაველის მხრიდან მათი შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

ყოველთვის ყველა თანამშრომლის მიმართ იყოს მისი მხრიდან აგრესია, გვესაუბრებოდა ცუდად და უხეშად. ასევე, პირადად ჩემტანაც ჰქონია მსგავსი დიალოგები, ხელების შლა. ჩემთან მოსულა და უთქვამს, თუ რამდენად უმნიშვნელოვა ჩემი თანამშრომლის პრობლემა და როგორი ფეხებზე დასაკიდებელია მისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ეს მისი სამსახურია და როგორც მას უნდა, ისე უნდა იყოს ყველაფერი, - ამბობს კიდევ ერთი დასაქმებული. 

ამ ფონზე კი პიცა ჰეის კიდევ ერთი დირექტორი "პირველებან" ამტკიცებს, რომ ყანცაველის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და ის თანამშრომლების მიმართ მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა.  

შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ჰქონია ადგილი შენიშვნას, - ამბობს ნიკა ბაქარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები