დისკრიმინაცია და ფსიქოლოგიური ტერორი - "პიცა ჰეთის" მფლობელს თანამშრომლები ბულინგში ადანაშაულებენ
დისკრიმინაცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ტერორი - "პიცა ჰეთის" მფლობელს თანამშრომლები მძიმე ბრალდებებს უყენებენ. კვების ობიექტში დასაქმებული ადამიანები ამტკიცებენ, რომ კაფეს მფლობელის მხრიდან ისინი გამუდმებით ბულინგს განიცდიდნენ.
"პირველევისთვის" მიცემულ ინტერვიუებში მოქალაქეები ამბობენ, რომ ხშირად უფროსი სტუმრების თანდასწრებით აყენებდა შეურაცხყოფას. დიდი ალბათობით, სამსახურიდან იძულებით წასული ექვსი ადამიანი ამ საქმეს სასამართლოში წაიღებს და დარღვეული უფლებების აღსადგენად ბრძოლა ამ ფორმით დაიწყება.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.