ქვემო ქართლი ვიცე გუბერნატორის გარეშეა დარჩენილი - სად არის გიორგი სინჯიკაშვილი?

17.06.24 11:29
ქვემო ქართლი ვიცე გუბერნატორის გარეშეა დარჩენილი - სად არის გიორგი სინჯიკაშვილი?

ქვემო ქართლი ვიცე გუბერნატორის გარეშეა დარჩენილი. გიორგი სინჯიკაშვილი გაუჩინარებულია. ხარებასთან დიდ დაპირისპირებაში მყოფი საჯარო მოხელე, "პირველების" ინფორმაციით, ქვეყნიდან წავიდა. 

"პირველები" გიორგი სინჯიკაშვილის სამსახურში, რუსთავის გუბერნიაში მივიდა, თუმცა გაირკვა, რომ ის იქ უკვე მეორე კვირაა არ გამოჩენილა. უწყების თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ვიცე გუბერნეტორი შვებულებაშია, თუმცა სხვა კითხვებს არ პასუხობენ. 

არ ვიცი არაფერი, - ამბობს დაცვის სამსხური. 

თანამშრომლები ვერც იმას ამბობენ, იყო თუ არა სპეცრაზმი უწყებაში შესული.

"პირველები ასევე გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, სამირ ხიალოვს დაუკავშირდა, რომელიც ვიცე გუბერნატორის ახლო მეგობარია, თუმცა ის ამბობს, რომ სინჯიკაშვილს ვერ უკავშირდება. 

კითხვაზე დატოვა თუ არა ვიცე გუბერნატორმა ქვეყანა ოჯახთან ერთად, მისი მეგობარი არც უარყოფს და არც ადასტურებს.

რა პასუხი გინდათ? ნუ ბერავთ ახლა, გაქცეულია და ა.შ. ყველაფერი ძალიან კარგადაა, - ამბობს ხიალოვი. 

შაბათის ეთერის სკანდალური ჟურანალისტური გამოძიების ეთერში გასვლიდან უკვე 24 საათი გავიდა, თუმცა ხარებასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის დაპირისპირების ამბით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ შეგროვებული ფაქტებით ირკვევა, რომ სპეცრაზმელების ელიტურ ქვედანაყოფსა და ვიცე გუბერნატორის გაემოცვას შორის დაპირისპირება  რესტორანში დაიწყო, რაც შემდგომში საქმეს გარჩევასა და არაფორმალების ჩართვით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაბრაზებული ხარებას შურისძიების შესაკავებლად გიორგი შინჯიკაშვილის მოკავშირეებმა მის სახლთან მორიგეობა დააწესესს და სოფლისკენ მიმავალი გზები ცოცხალი კედლით ჩაკეტეს. 

მსგავსი სიახლეები