ნაპოლის პასუხი: კვარაცხელიას მომავალი მამის და აგენტის გადასაწყვეტი არ არის
"ნაპოლი" ბადრი კვარაცხელიასა და მამუკა ჯუღელის კომენტარებს ოფიციალური განცხადებით, პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.
საქმე ეხება ხვიჩა კვარაცხელიას მამის და მისი აგენტის მამუკა ჯუღელის განცხადებებს, სადაც მათ თქვეს, რომ აღარ სურთ ხვიჩას "ნაპოლში" დარჩენა და შესაძლოა, ფეხბურთელს იტალიური კლუბი ახალი სეზონის დაწყებამდე დაეტოვებინა.
"მამუკა ჯუღელისა და ბადრი კვარაცხელია განცხადებებიდან გამომდინარე, ნაპოლი იმეორებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტით კიდევ სამი წელი აქვს ნაპოლიში გათვალისწინებული.
კვარაცხელია არ იყიდება.
ნაპოლის კონტრაქტის ქვეშ მყოფი ფეხბურთელების მომავალი აგენტების და მამების გადასაწყვეტი არ არის!" - წერს ნაპოლის ოფიციალური გვერდი პლატფორმა X-ზე.
კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით, ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2027 წლამდე ითამაშებს.