ჯილდოების სკანდალი - "ოცნება" ამტკიცებს, რომ ფეხბურთელებამდე ინფორმაცია არ მიაღწევს

17.06.24 17:28
ჯილდოების სკანდალი - "ოცნება" ამტკიცებს, რომ  ფეხბურთელებამდე  ინფორმაცია არ მიაღწევს

პარლამენტის სპორტისა და ახალგზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ამტკიცებს, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მედიასთან და სოცმედიასთან წვდომა არ აქვთ და ამიტომ არც ის იციან, რა ვითარება შეიქმნა მათი ღირსების ორდენებთან დაკავშირებით.

"ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ ფეხბურთელები ისტორიული თამაშის წინ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვერ იქნებიან, რადგან ტელეფონებიც კი გათიშული აქვთ. 

არავის არ ვამყოფებთ. ეს ბიჭებამდე არაფერი არ მიდის. გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ეს იფორმაციები არ მიიღონ და ეს ინფორმაცია ბიჭებამდე არ მიდის. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ყველას აქვს ტელეფონი გამორთული. სპორტსმენი როდესაც იმარჯვებს, იმ წუთში უნდა მიიღოს, როგორც მედალს ჩამოკიდებენ, თუ სახელმწიფო რამეს აკეთებს, იმ წუთში უნდა მიიღოს და არა მერე, სექტემბერში, - ამბობს მეძმარიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ჯილდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ მას თავდაპირველი სიით გასაზღვრულ 53-ვე ადამიანს გადასცემენ. განცხადების თანახმად, თავდაპირველი სია შემდეგ შეიცვალა და პრეზიდენტის განკარგულებით მასში 53 ადამიანის ნაცვლად, 40 იქნა შეყვანილი.  

აღსანიშნავია, რომ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ჯილდო ყველა წარდგენილ პირს გადაეცემა, თუმცა ამის მიუხედავად, "ქართული ოცნება" მაინც სალომე ზურაბიშვილის გაშავების კამპანიით არის დაკავებული. 

 

მსგავსი სიახლეები