55 წლის კაცის მკვლელი ამ დრომდე თავისუფალია - ახალი დეტალები ბათუმის ბულვარში მომხდარი მკვლელობის შესახებ

22.07.21 13:42
55 წლის კაცის მკვლელი ამ დრომდე თავისუფალია - ახალი დეტალები ბათუმის ბულვარში მომხდარი მკვლელობის შესახებ

"ტვ პირველმა" ბათუმის ბულვარში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალების გარკვევა შეძლო - "პირველების" ინფორმაციით, პოლიცია 20-22 წლის ახალგაზრდებს ეძებს. ერთ მათგანს 55 წლის მამაკაცის მკვლელობა ედება ბრალად, მეორეს კი სავარაუდოდ დანაშაულში თანამონაწილეობა. 

მიხო ბარამიძეს ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობას მუცლის არეში მაშინ მიაყენა, როცა კაფე "ვივა ლათინოში" მყოფ ახალგაზრდებს ბარის დაცვამ  წესრიგის დაცვა მოსთხოვა.  

როგორც tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მოხდა, მკვლელის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.