18-დან 21 ივნისის ჩათვლით ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება - გაიგეთ მიზეზი

17.06.24 18:41
18-დან 21 ივნისის ჩათვლით ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება - გაიგეთ მიზეზი

18-21 ივნისს, 01:00 სთ-დან 05:30 სთ-ის ჩათვლით,  ხევი-უბისას მონაკვეთზე მოძრაობა ერთ ზოლზე განხორციელდება - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჭიროა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ153-კმ160 მონაკვეთზე (E60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას მონაკვეთი) სავალი ნაწილის ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე შევიწროვება (ხევი-უბისას და უბისა-ხევის მიმართულებებით). ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სავალი ნაწილი ჩაიკეტოს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მსგავსი სიახლეები