ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

17.06.24 19:01
ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ასევე შესაძლებელია, რომ ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი გაძლიერდეს.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

დღეს, 17 ივნისს, უახლოეს საათებში ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.  

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო), - წერს სააგენტო.

მსგავსი სიახლეები