კრიმინალური გარჩევა ლილოში - ვიცე-გუბერნატორი გაუჩინარებულია, არსად ჩანს "ხარება"

17.06.24 20:23
კრიმინალური გარჩევა ლილოში - ვიცე-გუბერნატორი გაუჩინარებულია, არსად ჩანს "ხარება"

მარწყვის ბაღებში ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორი იძებნება. გიორგი შინჯიკაშვილის მამა გვიმტკიცებს, რომ შვილმა შვებულება აიღო და ახლა ნათესავებს გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მარწყვის კრეფაში ეხმარება. რეგიონი მაღალჩინოსნის გარეშე შინჯიკაშვილსა და ხარებას შორის მომხდარი დიდი დაპირისპირების შემდეგ დარჩა. ჩვენი ინფორმაციით, ვიცე-გუბერნატორმა ქვეყანა დატოვა.

შინჯიკაშვილი გაქცეულია, ხარებას კი მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული. ძალოვანების არაფორმალური ომი ისევ გრძელდება, რადგან ჩვენი ინფორმაციით, სპეცრაზმის უფროსმა ვიცე-გუბერნატორს შურისძიება დაუანონსა. რეგიონში ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნის მამა ძალოვანების შორის ჯახს პრაქტიკულად ადასტურებს. "შაბათის" ეთერის ჟურნალისტური გამოძიებიდან ორი დღის შემდეგაც კი არცერთი საგამოძიებო უწყება არ ინტერესდება ხარებასა და შინჯიკაშვილის დიდი დაპირისპირების შესახებ.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები