როგორ აქცია "ქართულმა ოცნებამ" სპორტი პრეზიდენტთან დაპირისპირების საგნად

17.06.24 20:12
როგორ აქცია "ქართულმა ოცნებამ" სპორტი პრეზიდენტთან დაპირისპირების საგნად

"ოცნების" პოლიტიკური სპეკულაციები ისტორიული მატჩის წინ. მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება, ხელისუფლებამ ფეხბურთი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცია. პრემიერი, თბილისის მერი, კულტურის მინისტრი და დეპუტატები. არ დარჩენილა სახელისუფლებო რგოლი, რომელმაც იერიში არ მიიტანა საქართველოს პრეზიდენტზე. ქართველი ფეხბურთელების ღირსების ორდენებით დაჯილდოების თემა ოცნებამ ხელოვნურ სკანდალად აქცია. 

 ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც გვარწმუნებდა, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ. თუმცა დღეს შანსი არ გაუშვეს ხელიდან, რომ ფეხბურთელების სახელით პოლიტიკური სპეკულაციები დაეწყოთ და იერიში ისევ პრეზიდენტზე მიეტანათ. იმ დროს როდესაც ქართველი ფეხბურთელები ამ ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადებიან, ოცნებამ ნაკრების თემა პოლიტიკური ინტრიგებისთვის გამოიყენა და სალომე ზურაბიშვილთან საჯარო კინკლაობა დაიწყო.

პრეზიდენტი ფეხბურთი და ოცნება - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები