ვინ გაუსწორდა სამოქალაქო აქტივისტს - რა ჩანს "პირველების" მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ფოტოზე?

17.06.24 20:30
ვინ გაუსწორდა სამოქალაქო აქტივისტს - რა ჩანს "პირველების" მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ფოტოზე?

თავდასხმიდან 12 საათის შემდეგაც არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის - არადა პოლიციას ხელში აქვს მოძალადეების გამოსახულება და იმ ავტომობილის ნომერიც, რითაც ლერი დარჯანიას საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს. 7 კუნთმაგარი და შენიღბული ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტს სასტიკად გაუსწორდა. ურტყამდნენ წიხლებით, რის შემდეგაც მოტეხილობებით და მძიმე დაზიანებებით დარჯანია კლინიკაში გადაიყვანეს. 

ლერი დარჯანიას გატეხილი აქვს ცხვირი და ყბის ძვლები, ამიტომ მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. აქტივისტის ოჯახი დარწმუნებულია, რომ "ოცნების" ტიტუშკები მსხვერპლს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. 22 წლის ახალგაზრდას იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის სამსახურში მიდიოდა. პოლიციამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ორგანიზებული თავდასხმის არცერთი მონაწილე არ დაუკავებიათ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები