რატომ ჩამოაწერეთ 20 მილიონი რაზიკაშვილებს - აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან

22.07.21 16:18
რატომ ჩამოაწერეთ 20 მილიონი რაზიკაშვილებს - აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან

,,ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ ზაზა რაზიკაშვილმა, რომელიც სასჯელს იხდის 28 მილიონის მითვისების გამო, მისი დის დახმარებით დაირეგისტრირა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" 5 მილიონის ქონება და ამჟამად არის საშიშროება, რომ კერძო იპოთეკარი მათ კუთვნილებას გაასხვისებს. იურისტ ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა შორის არის ამერიკის მოქალაქე ლასა ბუკია, რომელიც აპირებს, თეთრი სახლის ადმინისტრაციას დახმარებისა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს.

 ეს სამარცხვინო ფაქტია, ამ ადამიანების ქონება, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, ,,საქართველოს ბანკმა" დაუთმო ისეთ ჯგუფს, რომელიც არის ,,ლიბერთი პლიუსს", რომლის დამფუძნებლის იურიდიული მისამართი და ნუნუ რაზიკაშვილის იურიდიული მისამართი ერთი და იგივეა. ჩვენ შეგვაქვს საჩივარი, 4 მილიონ 300 ათასი დოლარი ჯგუფმა, რომლის საწესდებო კაპიტალი 2010 წელს 200 ლარი იყო, რანაირად გადაიხადა და ვითხოვთ, ჩატარდეს გამოძიება ასევე ფულის გათეთრების ბრალდებით. დღეს ჩამოვიდა ჩვენთან ამერიკის მოქალაქე, ლაშა ბუკია, რომლის თხოვნით ვატარებთ აქციას. ვინაიდან ლაშა ბუკიამ თავად ნახა, როგორ დაირეგისტრირა ნუნუ რაზიკაშვილმა 5 მილიონი ქონება, როგორ დაადეს იპოთეკა მათ ქონებას და ფაქტიურად ადამიანი, რომელიც 15 წელია, ელოდება, რომ ვალდებულებას შეუსრულებენ, აღმოჩნდა, რომ ვიღაც კერძო იპოთეკარი ამ ბინას გაუყიდის. ბუკია გავლენიანი ადამიანია ამერიკაში და აპირებს, თეთრ სახლს მიმართოს, რათა სამართლიანობის აღდგენაში დაეხმაროს.- აცხადებს იურისტი, ზაზა ხატიაშვილი.

,,ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულები ამბობენ, რომ პერმანენტულ აქციებს ჩაატარებენ და გააპროტესტებენ იმ უზნეობას, რაც ქვეყანაში ხდება.

ასეთი მაფია საქართველოში მხედრიონის დროს არ იყო - აცხადებენ აქციის წევრები.

,,ოლიმპიურ ვარსკვალავს" ბინები შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებისთვის 2008 წელს უნდა ჩაებარებინა. როგორც აღმოჩნდა, დაზარალებულებს დღემდე არც ბინის ქირა გადაუხადეს და ეს ქონებაც იპოთეკაშია ჩადებული, რომელიც ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, გაუყიდონ.