რის სანაცვლოდ დააწინაურეს გეგა მემანიშვილი - თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის პირველი კომენტარი

22.07.21 15:38
რის სანაცვლოდ დააწინაურეს გეგა მემანიშვილი - თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის პირველი კომენტარი

რის სანაცვლოდ დააწინაურეს გეგა მემანიშვილი- "პირველებთან" პირველ კომენტარს თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი აკეთებს. ლაშა ჯოხაძე აცხადებს, რომ გეგა მემანიშვილი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ზედმიწევნით და პირნათლად ასრულებდა, რაც მისი დაწინაურების მიზეზი გახდა. რაც შეეხება მემანიშვილის მხრიდან სამოქალაქო აქტივისტებზე ფიზიკურ ძალადობას, ლაშა ჯოხაძისთვის აღნიშნული ფაქტი ცნობილი არ არის. 

ის არის კეთილსინდისიერი პოლიციელი და თავისი საქმის პროფესიონალი" - განუცხადა ლაშა ჯოხაძემ ტვ პირველს.

კითხვაზე, იცის თუ არა იმის შესახებ, რომ მემანიშვილმა ,,სირცხვილიას" აქტივისტებზე ფიზიკურად იძალადა, ლაშა ჯოხაძე ამბობს, რომ ასეთი ფაქტის შესახებ არ სმენია. 

საპირისპიროს ამბობენ აქტივისტები. მათი თქმით, ხელის გადაგრეხვა და ელემენტარული ტაშის გულისთვის სამოქალაქო აქტივისტების დაკავება  მემანიშვილს ხელწერაა.

ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით,  ლაშა ჯოხაძის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, გეგა მემანიშვილი.