ხვალ ისტორიული თამაში გვაქვს და აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ სტადიონზე ბევრი ვიყოთ - გიორგი ჯანელიძე
"ხვალ ისტორიული თამაში გვაქვს და აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ სტადიონზე ბევრი ვიყოთ" - ამის შესახებ განცხადება გიორგი ჯანელიძემ გააკეთა.
ტელეწამყვანი ხვალინდელი ისტორიული მატჩის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი და ამბობს, რომ ქართველ ფეხბურთელებს არაერთი შანსი მიეცემა გამარჯვებისთვისა და დადებითი შედეგის მიღწევისთვის.
აქ დიდი ამბავია. იმისთვის ჩამოვედი, რომ ისტორიული თამაში გვაქვს ხვალ და საჭიროა, რომ სტადიონზე ბევრი ვიყოთ, რადგან ბევრი იქნება მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარი. მე ვისაც ვესაუბრე, ყველა ოპტიმისტურად არის და ჩემი რწმენაა, რომ შანსები გვექნება. გამოვიყენებთ მოვიგებთ, ვერ გამოვიყენებთ და ვნახოთ რა მოხდება", - ამბობს გიორგი ჯანელიძე.
18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 საათი - ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული თარიღია. საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში პირველ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე გამართავს. ბრძოლას ჩვენი ფეხბურთელები თურქეთთან შეხვედრით იწყებენ. სტადიონზე კი მათ მხარდასაჭერად ათასობით ქართველი გულშემატკივარი იქნება. მატჩის ყველა ბილეთი დიდი ხანია გაყიდულია.