ჩინეთის დაფინანსებული ტრეინინგები რეჟიმის დასაცავად - მონაწილეობდნენ თუ არა ქართველი ჟურნალისტები პროგრამაში?
რა შინაარსის მატარებელია ტრენინგები და სასწავლო პროგრამები, რომელსაც ჩინეთი აფინანსებს და რომლითაც განვითარებადი ქვეყნების ჟურნალისტებს, საჯარო მოხელეებს და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ამზადებენ?-გასული კვირის განმავლობაში, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრებმა პეკინის ოფიციალური დოკუმენტები გაასაჯაროვეს.
მოპოვებულია 2000-მდე დოკუმენტი, ამ ეტაპზე გასაჯაროებულია მხოლოდ 14.
დოკუმენტები მკვლევარმა ნივა იაუმ მოიპოვა, რომელიც ამბობს, რომ „ჩინეთის სურვილი ავტორიტარული მმართველობის ხელშეწყობაა“.
„ეს არის სასწავლო პროგრამები, რომლებიც ეფუძნება სი ძინპინის პოლიტიკური აზროვნების სახელმძღვანელო პრინციპებს. ამ პროგრამების ფარგლებში ასწავლიან, რომ [ჩინეთის] ეკონომიკური წარმატება, მისი პოლიტიკური სისტემიდან მოდის. [სასწავლო] პროგრამა ასევე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანო უნდა იყოს მოწყობილი იმისთვის, რომ დაიცვას სახელმწიფო და პარტია და არა ხალხი. მასში ვკითხულობთ, რომ ჟურნალისტების ვალია ეროვნული ერთობის შექმნა და არა სისტემის კრიტიკა. ნათქვამია, რომ კანონი მიზნად უნდა ისახავდეს რეჟიმის დაცვას და არა ხალხის,“ - ამბობს მკვლევარი იაუ, რომელმაც მოპოვებული დოკუმენტების შინაარსი დეტალურად შეისწავლა.
- დოკუმენტებში ვერ მოხვდა საქართველო, თუმცა ანონიმურობის დაცვით, საკითხის მცოდნე სანდო წყარო „ამერიკის ხმას“ აწვდის ინფორმაციას, რომ ანალოგიური შინაარსის ტრენინგები იმართება ქართველი საჯარო მოხელეებისთვის და ჟურნალისტებისთვისაც. წყაროს ინფორმაციით, დოკუმენტები, რომელშიც ტრენინგში მონაწილე ქართველები ფიგურირებენ 2023-2024 წლებით თარიღდება.
„ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი შინაარსის ტრენინგები იმართება, თუმცა განახლებული ტრენინგების დღის წესრიგის მოპოვება ამ დრომდე ვერ შევძელით, ეს პროგრამები საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობდა კოვიდ19-ის პანდემიამდე. ჩვენ ძალიან ბევრი კონკრეტული შემთხვევის დოკუმენტირება მოვახდინეთ და 2020 წელს ამაზე ანგარიშიც მოვამზადეთ“ - ეუბნება "ამერიკის ხმას" „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი.
„ამერიკის ხმა“ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოში ჩინეთის საელჩოს ვებგვერდზე შეეცადა, თუმცა უწყების ვებგვერდზე ინფორმაციის მოპოვება ან გადამოწმება შეუძლებელი აღმოჩნდა.
სტატია სრულად იხილეთ აქ