"TV პირველისა" და "რუსთავი 2-ის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

22.07.21 15:48
"TV პირველისა" და "რუსთავი 2-ის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

"TV პირველისა" და "რუსთავი 2-ის" ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ, რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

"ტვ პირველის" ოპერატორის თავდასხმაში მონაწილე ირაკლი წიგნაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს "რუსთავი 2"-ის ოპერატორის მიმართ ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული 66 წლის უშანგი დათუნაშვილიც. 

 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე 27 პირია დაკავებული. 

მსგავსი სიახლეები