არის თუ არა უსაფრთხო სასმელი წყალი - რა აჩვენა კვლევამ?

18.06.24 13:07
არის თუ არა უსაფრთხო სასმელი წყალი - რა აჩვენა კვლევამ?

სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ეროვნული რეგლამენტით დადგენილ ნორმებს და უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

როგორც წყლის მომარაგების კომპანიაში აცხადებენ, „ჯივიპის“ სათავე ნაგებობებზე სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოები ტარდება. დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე ქალაქის წყალმომარგების სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს

წყალმომარაგების აღდგენის დროს, პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში შესაძლოა, წყალს ჰქონდეს შეცვლილი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ქსელში წყლის წნევის ხშირი ცვალებადობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.