სად გაქრა თბილისის წყლის რეზერვუარები - მერია ახალ სკანდალში ეხვევა (დოკუმენტები)

18.06.24 13:34
სად გაქრა თბილისის წყლის რეზერვუარები - მერია ახალ სკანდალში ეხვევა (დოკუმენტები)

სად გაქრა თბილისის წყლის რეზერვუარები, რომელიც ავარიის შემთხევაში დედაქალაქის წყილით მომარაგებაზე იყო პასუხიმხლებელი? ირკვევა, რომ თბილისი მერიამ ტერიტორიაზების ნაწილი, სადაც რეზერვუარები იყო განთვასებული, გაყიდა, შემდეგ მშნებლობის ნებართვა გასცა და ახლა მათ ნაცვლად ადგიზლე მრავალსართულიანი კორპუსები დგას. 

ტერიტორიის რეალიზაცია მოხდა კრწანისში, ვერაზე და თბილისის კიდევ რამდენიმე ადგილას.

ოფციალური დოკუმენტები დღეს საკრებულოს ოპოზიციამ გაასაჯაროა. ისინი პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას აკისრებენ. 

„ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი და GWP-ის მიეცა შესაძლებლობა გაესხვისებინა წყლის რეზერვუარები. შედეგად თბილისის და მცხეთის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.“- განაცხადა დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა. 

„2008 წლის 14 მაისს შპს “ ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა” შეისყიდა შპს "რუსთავწყალკანალის", შპს "საქწყალკანალის", შპს "მცხეთაწყალკანალის"  და შპს "თბილისის წყლის" 100% წილი.  ნასყიდობის სანაცვლოდ შპს "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა" ხელშეკრულებით აიღო 220 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ინვესტიციის ჩადების ვალდებულება. კერძოდ, თბილისის (მათ შორის შემოერთებულ სოფლებში) და მცხეთის უწყვეტად 24 საათის განმავლობაში, წყლით მომარაგების; თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში  კანალიზაციის  მტკვარში ჩადინების აღმოფხვრის, გარდაბნის საკანალიზაციო სისტემის განახლების და მოდერნიზაციის და ა. შ.

2019 წლის 15 აპრილს შედგა ოთხმხრივი შეთანხმება;  "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს" ვალდებულებები ჩაეთვალა შესრულებულად ისე, რომ რიგი ვალდებულებებისა შესრულებული ახლაც არ არის. 2008 წლის 14 მაისს დადებული ხელშეკრულება შეწყდა და ხელშეკრულების შეწყვეტას ხელს აწერს  ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, სსიპ სახელმწიფო ქონების სააგენტოს დირექტორი გიორგი დუგლაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და "ჯორჯიან გლობალ იუთილითიზის" მხრიდან, რომლის ერთადერთი აქციონერი არის საქართველოს კაპიტალი, დირექტორთა საბჭოს,  (დირექტორები ირაკლი გილაური, ეკატერინა შავგულიძე, ავთანდილ ნამიჩეიშვილი, გიორგი ვახტანგიშვილი) გადაწყვეტილებით ერთ-ერთი დირექტორი ავთანდილ ნამიჩეიშვილი"- აცხადებს დეპუტატი. 

ლილე ლიპარტელიანის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოხდა GWP-ის ქონების გასხვისება: 

  1. ბარნოვის 1 ჩიხი 10 (სატუმბი სადგური, რეზერვუარი) -2229 კვ მეტრი, გაიყიდა 2019 წელს და მშენებლობის ნებართვაა გაცემული;
  2. ლოტკინზე (რეზერვუარი)-15856 კვ მეტრი გაიყიდა 2020 წელს;
  3. წყნეთი ახალდაბას ქუჩა ( რეზერვუარი)-1770 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;
  4. წყნეთის გზაზე ეკლესიასთან( რეზერვუარი)-3185 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;
  5. კრწანისის ქუჩის ბოლოს (რეზერვუარი)-4108 კვ მეტრი, გაიყიდა 2021 წელს;
  6. ოქროყანა სამთავრობო აგარაკების მიმდებარედ-448 კვ მეტრი, გაიყიდა 2020 წელს;
  7. ტაშკენტის ქუჩის ბოლოში-3683 კვ მეტრი,  გაიყიდა 2020 წელს და ა.შ.

ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი, შედეგი სახეზეა: თბილისს და მცხეთას ორი დღეა წყალი არ მიეწოდება, მაგრამ პასუხისმგებელი არავინაა.“-განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

ცნობისთვის, თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური მილსადენი სოფელ წიწამურთან ავარიულად დაზიანდა - შესაბამისად წყლის მიწოდება შეუწყდა 110 000 ოჯახს. მათგან 63 351 აბონენტს დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალს შეზღუდული დროით მიაწვდიან.