მკვლელობა ბათუმში - დაკავებულია ერთი პირი

22.07.21 15:59
მკვლელობა ბათუმში - დაკავებულია ერთი პირი

ბათუმში, ერთ-ერთ კაფეში, მომხდარი მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 წლის ბიჭი დააკავა. საუბარია  "ვივა ლათინოში" მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაზე, როდესაც 55 წლის მიხო ბარამიძე ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. 

შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ., ამავე ობიექტის ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

უცნობია, არის თუ არა დაკავებული ის პირი, რომელიც ცოტა ხნის წინ, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადახტა.