ბორჯომში 30 წლამდე ქალი კლდიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
ბორჯომში, სოფელ სადგერთან, მდებარე კლდიდან 30 წლამდე ქალი გადავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა 12:00 საათზე მოხდა.
"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური ქალს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ეძებდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.