მიხელ მესხის სტადიონი ქართველი ქომაგებით გადაივსო - გულშემატკივრები ფეხბურთელებს თბილისიდან ამხნევებენ
ქართველი ქომაგებით გადავსებული მიხელ მესხის სახელობის სტადიონი - ათი ათასობით გულშემატკივარი ამ წუთებში ლოკომოტივზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ადევნებს თვალს ისტორიულ წუთებს. საქართველოს ნაკრებმა მთელი ქვეყანა გააერთიანა. დღეს ყველა მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობს და ყველა მხოლოდ ისტორიული მატჩის მაყურებელია.
ვინც, დორტმუნდში არ იმყოფება, ჩვენს ფეხბურთელებს თბილისიდან გაამხნევებს. მოქალაქეებმა ამ ისტორიული მატჩისთვის მზადება დილიდან დაიწყეს. მაღაზიებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურები თითქმის სრულად გაყიდულია. ყველა თაობის ადამიანი ახლა მიხეილ მესხის სტადიონზე იმყოფება.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.