ისტორიულ მატჩს თვალს ბათუმიდანაც ადევნებენ - ზღვისპირა ქალაქის ცენტრი გადავსებულია

18.06.24 20:21
ისტორიულ მატჩს თვალს ბათუმიდანაც ადევნებენ - ზღვისპირა ქალაქის ცენტრი გადავსებულია

 

 

გულშემატკივრებით გადავსებულია ბათუმის ცენტრიც - სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დიდი მონიტორი დაამონტაჟეს, უამრავი ადამიანია შეკრებილი. ზღვისპირა ქალაქში მოეწყო გასართობი სივრცეებიც, სადაც მოქალაქეებმა მისვლა გაცილებით ადრე დაიწყეს. ისტორიული მატჩის დაწყებამდე ჩატარდა კონცერტებიც. ბათუმში, ისევე როგორც თბილისში, საოცარი განწყობაა. ყველას მხოლოდ ერთადერთი განცდა აქვს - დღევანდელი დღე ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.

ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში.